Friday, June 8, 2012

ხანძთა


ხანძთა — შუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიკლარჯეთში(ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
დააარსა სასულიერო მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა. VII საუკუნის დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი — ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა (გ. 918) მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ (გ. 941). ხანძთამ საბოლოო სახე მიიღო 918-941წლებში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი (IX ს.), მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულემოსე ხანძთელი (XI ს.), სტეფანე (XII-XIII სს.) და სხვა.[1]ოსმალეთის იმპერის მიერ კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ხანძთა დაიცალა და დავიწყებას მიეცა. დამახინჯდა მონასტერთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენებიც. ანტონ კათალიკოსმა გრიგოლ ხანძთელს უძღვნა საქებარი სიტყვები „წყობილსიტყვაობაში“, თუმცა, ჩანს, რომ მან გრიგოლის ღვაწლისა და ზედწოდების (ხანძთელი) წარმომავლობის შესახებ არ იცოდა. „წყობილსიტყვაობის“ გამომცემელმა პლ. იოსელიანმა გრიგოლ ხანძთელი XV საუკუნის სომეხ საეკლესიო მოღვაწედ მიიჩნია[2].
მივიწყებული მონასტერი მკვლევართათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1889 წელს, ალექსანდრე ქუთათელაძემ გამოაქვეყნა მოკლე თხზულება გიორგი მერჩულესთხზულებიდან[3]. ავტორი ხანძთას დამახინჯებული სახელით — „ხანძოეთით“ მოიხსენიებდა. იგი ვარაუდობდა, რომ „ხანძოეთი“ კლარჯეთშიაანჩის მახლობლად. ასე ფიქრობდა თ. ჟორდანიაც[4]. განსხვავებული აზრი გამოთქვა ექვთიმე თაყაიშვილმა. მან „ხანძოეთი“ ევფრატისზედაწელში, ისტორიულ დასავლეთ სომხეთში მდებარე ქალაქ ჰანძითთან გააიგივა[5].
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების სრული ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ ხანძთა კლარჯეთში მდებარეობს, მაგრამ მისი ზუსტი ლოკალიზაცია მაინც გაძნელდა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთაგან“ მხოლოდ ორის ტოპონიმი დაიკარგა — ხანძთა და შატბერდი; ადგილობრივმა გამაჰმადიანებულმაქართველებმა ამ სახელწოდების მონასტრის ან დასახლების შესახებ არაფერი იცოდნენ[6]XX სუკუნის დამდეგს ნიკო მარი კლარჯეთში მოგზაურობისას შეეცადა თავად დაედგინა მონასტრის მდებარეობა და ხანძთასთან გააიგივა კარჩხალას ხეობაში მდებარე პატარა ეკლესია — ნუკას საყდარი[7]. ერთი პერიოდი ეს მოსაზრება საყოველთაოდ იყო მიღებული მეცნიერებაში1950-იან წლებში ის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ დეტალური ანალიზის საფუძველზე უარყო პავლე ინგოროყვამ. მისივე გამოკვლევით, ხანძთა არის გვიანდელი ქვემო ფორთა (აშაღი ფორთა (Aşaği Porta), ამჟამად შეადგენს სოლელ ფირნალის (Pırnali) ერთ-ერთ უბანს), რომელიც ნიკო მარს შატბერდი ეგონა[8]. ეს მოსაზრება დამატებითი არგუმენტებით განამტკიცა ვახტანგ ჯობაძემ[9][10][11]. ამჟამად ამ აზრს ემხრობა ყველა თანამედროვე მკვლევარი.ხანძთის მონასტერი დაახლოებით 782 წელს დააარსა გრიგოლ ხანძთელმა. ხანძთამ კლარჯეთის ისტორიაში განსაკუთრებული როლი შეასრულა; ლ. მენაბდის თქმით, ის „მთელი მხარის სამონასტრო კოლონიზაციის საყრდენი ბაზა იყო“[12]გრიგოლთან ერთად ხანძთის მონასტრის პირველ ბერებს შორის იყვნენვ საბა, შემდგომში (826 წლიდან) იშხნისეპისკოპოსი, თეოდორე, რომელმაც დაახლოებით 840 წლისათვის ნეძვის მონასტერი დააარსა და ქრისტეფორე,კვირიკეწმინდის მონასტრის დამაარსებელი. ხანძთაში აღიზარდნენ და მოღვაწეობდნმენ არსენ I კათალიკოსი (820877) და ეპისკოპოსი ეფრემ მაწყვერელი (815285). ხანძთაში მოღვაწეობდა ასევე მაკარი ლეთელი, რომელიც შემდეგ საბაწმინდაშიდამკვიდრდა და მონაწილეობა მიიღო 864 წლის სინური მრავალთავის გადაწერაში. 951 წელს აქაური ბერის, გიორგი მერჩულეს მიერ დაიწერა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. ცნობილია ასევე XI-XIII საუკუნეების მოღვაწეებიც ხანძთაში, მაშ შორის მოსე ხუცესი და სტეფანე დიაკონი[13].

No comments:

Post a Comment