ტაო-კლარჯეთის სამეფო — ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მოიცავს დღეს ერზურუმის,არტაანის,ართვინისა და ყარსის რეგიონებს.
სამეფო 809 წელს შექმნა ქართლის ერისმთავარმა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დამაარსებელმა აშოტ I-მა. მან აღადგინა ციხე-სიმაგრე და ქალაქიარტანუჯი, რომელიც სამეფოს ცენტრი გახდა. ბაგრატიონებმა, რომლებიც იმხანად ეყრდნობოდნენ ბიზანტიელთა მხარდაჭერას, სწრაფად გააფართოვეს თავისი სამფლობელოები და დაიწყეს საქართველოს გათავისუფლება არაბთაბატონობისაგან. 888 წელს ადარნასე II-მ "ქართველთა მეფის" ტიტული მიიღო, ხოლო სამეფოს "ქართველთა სამეფო" ეწოდა. სამეფოში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობდა, გაფართოვდა ეკლესია-მონასტრების ქსელი. საქართველოს გაერთიანებული სამეფოს შექმნის თარიღად ითვლება 978 წელი, როდესაც "ქართველთა სამეფოს" (ე.ი. აღმოსავლეთ საქართველოს) თანამპყრობელმა ბაგრატ III-მ მიიღო აფხაზეთის სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) ტახტი. ამის შემდეგ ბაგრატი განაგრძობდა ერთიანი სამეფოს გარეთ დარჩენილი ქართული მიწების შემოერთებას: 1001 წელს მან კლარჯეთი შემოიერთა, ხოლო 1008 წელს, მამის, გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, - ტაო.
1551 წელს ოსმალებმა ტაო-კლარჯეთი შეიერთეს. რუსეთ-თურქეთის მე-10-ე ომის შემდეგ,1877-78 წლებში,ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილი რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და ყარსის გუბერნიას მოიცავდა. 1918 წლის 22 აპრილს ტერიტორია გადავიდა ტრანსკავვკასიის ფედერაციის საზღვრებში,1918 წლის 26 მაისს კი იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბილიკის მართველობაში მოექცა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხარჯზე, რომელიც 1918 წლის 27 აგვისტოს შედგა,რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თანხმობის გარეშე უარი თქვა ქართულ მიწებზე. 1921 წლის 23 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი ისევ თურქეთის შემადგენლობაში შევიდა,ხოლო მცირე ნაწილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საკუთრება გახდა.კლარჯეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიულიმესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე,მდინარე იმერხევისა და არტანუჯისწყლის ხეობების ჩათვლით. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხეთუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით.XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს („ათორმეტი უდაბნო“) უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთადოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია.1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია[1].ოდესღაც ისტორიული საქართველოს ნაწილი ტაო-კლარჯეთი უმშვენიერესი ბუნებით და ზღაპრული სანახაობით არაერთ მოგზაურს ხიბლავდა. მე-8 საუკუნეში ეს მხარე ქართველ ბაგრატიონთა სამკვიდროდ და ქვეყნის ცენტრად გამოცხადდა. ,,გურჯისტანის ვალაიეთი’’ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული ნაწილი , ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა. ტაო მდინარე ჭოროხის ხეობაშია , კლარჯეთი მას ჩრდილოეთით ესაზღვრება. ტაო-კლარჯეთში მრავლადაა ( 200-ზე მეტი) ძველი ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები: ოთხთა, პარხალი, ხახული, ოშკი, იშხანი, , ხანძთა , ბანა, დოლისყანა, შატბერდი და სხვა მრავალი, რომლებიც კვლავაც ინარჩუნებენ უდიდეს მნიშვნელობას საქართველოსთვის და ზოგადად კულტურისთვის. ტურისტული კომპანია Fly Travel გთავაზობთ მოინახულოთ ძირძველი ქართული ქრისტიანული ძეგლები და ციხე-სიმაგრეები ტაო-კლარჯეთში.
No comments:
Post a Comment