ქართულენოვანი წერილობითი ძეგლები და საისტორიო ტრადიცია კლარჯეთს ქართლის ნაწილად განიხილავს. ქართლის ცხოვრების მიხედვით, თარგამოსის მიერ შვილებს შორის ქვეყნის განაწილების შემდეგ კლარჯეთი ქართლოსს ერგო[36].ქართლოსის ძემ მცხეთოსმა თავის შვილს ოძრხოსს გადასცა ტერიტორია „ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“[37], ე. ი. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციები, რომელთა შორის იყო კლარჯეთიც. ოძრხოსს მიაწერენ ასევე ციხე-ქალაქთუხარისის დაარსებას, რომელიც კლარჯეთის უძველეს პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა[38].
IV-III საუკუნეების გასაყარზე, როდესაც იბერიის სამეფოჩამოყალიბდა, კლარჯეთი მის შემადგენლობაში შევიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, იბერიის სამეფოში შეერთება იოლად არ მომხდარა. ლეონტი მროველის ცნობით, ამ მხარის შესაერთებლად ფარნავაზს განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდა. თხზულება „ქართველთა მეფეთა ცხოვრებაში“ აღნიშნულია, რომ ფარნავაზმა ერთ წელიწადში შეძლო მთელი ქართლის დაკავება, თუმცა ვერ შევიდა კლარჯეთში, რადგან კლარჯეთის სიმაგრეებში მისი მოწინააღმდეგე, ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის ერისთავად დატოვებული აზონ პატრიკი გამაგრდა. ფარნავაზს, რომლის მომხრეებიც უკვე იყვნენ მისი მომავალი სიძე — ეგრისის ერისთავი ქუჯი, ასევეოსები, ლეკები და აზონისაგან განდგომილი ათასი რჩეული მხედარი, მოუწია დახმარების თხოვნა სელევკიდი მეფის ანტიოქე I სოტერისათვის (ძვ. წ. 293-261), რათა მას თავისი ჯარი მიეშველებინა. მხოლოდ ამგვარი კოალიციური ჯარით შეძლო მან მომდევნო წელს აზონის დამარცხება და კლარჯეთის შემოერთება[39].
აღსანიშნავია, რომ „ქართველთა მეფეთა ცხოვრებაში“ დაცულ ამ ცნობას ეწინააღმდეგება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, რომელშიცაზონისა და ფარნავაზის კონფლიქტი კლარჯეთის გარშემო საერთოდ არ ჩანს. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით, აზო (იგივეაზონი) ქართლის პირველი მეფეა, რომელიც მშვიდობიანად მეფობს და თავისი სიკვდილით კვდება. ფარნავაზი მის შემდეგ ჯდება ტახტზე[40]. კლარჯეთი აქ საერთოდ ნახსენები არაა. მნიშვნელოვანია აზოს წარმომავლობა ამ თხზულების მიხედვით — ის მოხსენიებულია, როგორც არიან-ქართლის მეფის ძე, ეს კი, ერთ-ერთი აზრით, სამხრეთ–დასავლეთი კავკასია ან ჩრდილო–აღმოსავლეთი ანატოლიაა, ანუ მხარე, რომელიც კლარჯეთსაც მოიცავდა, ან უშუალოდ ემეზობლებოდა მას. ნ. ხაზარაძე ფიქრობს, რომ სწორედ კლარჯეთი იყო აზოს ქვეყანა[41][42].
ფარნავაზმა იბერიის სამეფო რვა ადმინისტრაციულ ერთეულად დაყო, რომელთა სათავეშიც ერისთავები იდგნენ. ერთ–ერთი საერისთავო სწორედ კლარჯეთი იყო, რომელიც გარდა საკუთრივ კლარჯეთის პროვინციისა, მოიცავდა შავშეთსა და ამიერ–ტაოს[43].
ძვ. წ. II-I საუკუნეები [რედაქტირება]
ძვ. წ. II საუკუნეში სომხეთის გაძლიერებისა და იბერიის წინააღმდეგ წარმატებული ექსპანსიის შედეგად, ამ ორ სამეფოს შორის საზღვარმა ჩრდილოეთით გადმოიწია და იბერიის მთელი რიგი პროვინციები სომხეთის შემადგენლობაში შევიდა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ პროვინციათა შორის კლარჯეთიც იყო. ამ დასკვნის გამოსატანად მკვლევარები საფუძველსსტრაბონისა და კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობებში ნახულობენ, თუმცა მეცნიერთა შორის აზრთა საკმაო სხვადასხვაობაა ამ საკითხზე, კერძოდ, საეჭვოა ამ ავტორებთან თვითონ კლარჯეთის მოხსენიების ფაქტიც[43].
კლავდიოს პტოლემაიოსის (ახ. წ. 100–178) „გეოგრაფიულ სახელმძღვანელოში“[44] აღნიშნულია, რომ არმენიის (სომხეთის) ის ნაწილი, რომელიც მდინარე ევფრატს, კიროსსა (მტკვარი) და არაქსს შორის მდებარეობს, სხვა ოლქებთან ერთად მოიცავს „კატარძენეს“. აქვე დაზუსტებულია მისი ლოკალიზაციაც — მოსხურ მთებთან, ე. წ. ბოხების ზემოთ[45]. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჰ. კიპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კატარძენე არის გვიანდელი გადამწერის მიერ დამახინჯებული „კალარძენე“, რაც კლარჯეთს შეესაბამება[46]. ეს მოსაზრება დიდი ხნის განმავლობაში მიღებული იყო უკამათოდ. იგი გაიზიარეს კ. მიულერმა[47], ი. მარკვარტმა[48] და ჰ. ჰიუბშმანმა[49]. თუმცა, შემდგომში ზოგიერთმა მეცნიერმა ეჭვის თვალით შეხედა კატარძენესა და კლარჯეთის იგივეობას. ის ნაძალადევად და უსაფუძვლოდ ჩათვალა გ. ღაფანციანმა[50]. განსაკუთრებით მკაცრად გაილაშქრა და უარყო ამგვარი გაიგივება პავლე ინგოროყვამ, რომელმაც კლავდიოს პტოლემეოსის ამ ცნობას ვრცელი პასაჟი მიუძღვნა[51]. ასევე დ. მუსხელიშვილი[52] და ნ. ხაზარაძეც[53] ფიქრობენ, რომ კატარძენე და კლარჯეთი სხვადასხვაა. ისინი კატარძენეს კლარჯეთზე ბევრად უფრო სამხრეთით, ევფრატის სათავეებში ასახელებენ. მომხრეები კვლავ ჰყავს ტრადიციულ თვალსაზრისსაც — მას იზიარებს გ. მელიქიშვილი[54], ნ. ლომოური[55], და თ. ყაუხჩიშვილი[56].
სტრაბონის „გეოგრაფიაში“ იმ მხარეთა შორის, რომლებიც სომხეთმა იბერიას წაართვა, დასახელებულია ხორძენე[57]. ი. მარკვარტმა გამოთქვა აზრი, რომ ეს არის დამახინჯებული „ხოლარძენე“ და იგი პტოლემეოსის კატარძენესთან და კლარჯეთთან გააიგივა[58]. ეს აზრი გააკრიტიკა პავლე ინგოროყვამ და აღნიშნა, რომ ხორძენე სომხური პროვინციაა ზემოევფრატის აუზში[59]. ხორძენესა და კლარჯეთის იგივეობა უარყვეს ასევე ი. მანანდიანმა[60], ს. ჯანაშიამ[61], თ. ყაუხჩიშვილმა[62], დ. მუსხელიშვილმა[63] და ნ. ხაზარაძემ[64].
ძვ. წ. II-I საუკუნეებში კლარჯეთის სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხი საკმაოდ ბუნდოვანია. სტრაბონი წერს, რომ მის დროს მოსხების ქვეყანა (ისტორიული სამხრეთ–დასავლეთი საქართველო, მესხეთი) სამადაა გაყოფილი. მისი ერთი ნაწილი კოლხებს ეკუთვნით, მეორე იბერებს, ხოლო მესამე არმენიელებს[65]. პტოლემეოსისა და სტრაბონის ცნობებზე დაყრდნობით მეცნიერები დაბეჯითებით ვერ ამტკიცებენ, რომ ამ პერიოდში კლარჯეთი სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ასევე, როგორც პავლე ინგოროყვა აღნიშნავს, არც ისაა ცნობილი, კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა იგი თუ იბერიისას[66]. დ. მუსხელიშვილი ფიქრობს, რომ კლარჯეთი, შავშეთი და აჭარა მთლიანად კოლხეთს უნდა მიეერთებინა, თუმცა ამ მოსაზრებას არ ასაბუთებს[67].
I-IV საუკუნეები [რედაქტირება]
ახ. წ. I საუკუნიდან თანდათან ძლიერდება იბერიის სამეფო და იპყრობს კოლხეთის ნაწილს. ფლავიუს არიანეს „პერიპლუსის“ ცნობით, 131 წელს, შავიზღვისპირეთში მისი მოგზაურობის დროს, ზღვისპირა კლარჯეთში მცხოვრები ძიდრიტების ტომიიბერიის მეფე ფარსმან II–ს ემორჩილებოდა[68][69]. სავარაუდოა, რომ იბერიის დაქვემდებარებაში შედიოდა ასევე მთელი დანარჩენი კლარჯეთიც. კლარჯეთს ისევ ერისთავები ედგნენ სათავეში, რომლებიც, როგორც ჩანს, ყოველთვის ლოიალურები არ ყოფილან სამეფო ხელისუფლებისადმი. დღემდე მოღწეულ ძეგლებზე დაკვირვებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ კლარჯეთი თავისი ურჩობით გამოირჩეოდა და ხშირად პრობლემებს უქმნიდა მცხეთის კარს. ქართლის ცხოვრების მიხედვით,I საუკუნეში კლარჯეთის ერისთავმა მის სამფლობელოში ჩასული წმინდა ანდრია მოციქულისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულებისათვის მეფე ადერკის რისხვა დაიმსახურა[70]. III საუკუნის შუახანებში კლარჯეთის ერისთავი დასავლეთის ოთხ სხვა ერისთავთან ერთად აუჯანყდა მეფე ამაზასპს[71]. 368 წელს, როცა მეფე ვარაზ-ბაქარმა სპარსეთის დახმარებით თითქმის მთელი შემდგომი საქართველო — ქართლი, ჰერეთი და ეგრისი დაიმორჩილა, კლარჯეთი ვარაზ–ბაქარს განუდგა და ბერძნებთან გაერთიანდა[72]:
„ | განდგნეს კლარჯნი ვარაზ–ბაქარისაგან და მიერთნეს ბერძენთა. და დაიპყრეს ბერძენთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღჳთგან არსიანთამდე | “ |
ამ ცნობას ადასტურებს ლათინურენოვანი ბერძენი ისტორიკოსი ამიანე მარცელინეც, როცა წერს, რომ რომაელებმა ქართლისიმ ნაწილში, რომელიც არმენიასა და ლაზეთს ესაზღვრება, ხელისუფლება თავიანთ მომხრე უფლისწულს — სავრომაკს (საურმაგს) გადასცეს[73]. საზღვარი ასფაგურის (ვარაზ-ბაქარის) და სავრომაკის სამფლობელოებს შორის, როგორც ამიანე აღნიშნავს, მდინარე მტკვარზე გადიოდა. დ. მუსხელიშვილი აღნიშნავს, რომ აქ მტკვარი მცხეთამდე კი არ იგულისხმება საზღვრად, არამედ მხოლოდ ზემო დინებაში და, ამიტომ, საურმაგის სამფლობელოდ კლარჯეთი, სამცხე, აჭარა დაჯავახეთ–არტაანის ნაწილი (მტკვრის დასავლეთით) უნდა ვიგულისხმოთ[74]. ამგვარად, 370 წელს კლარჯეთი ქართლსგამოეყო და აღმოსავლეთ რომის იმპერიას დაექვემდებარა.
No comments:
Post a Comment