Thursday, June 14, 2012

ტაოს გეოგრაფია


ისტორიულად კლარჯეთის პროვინცია მესხეთის მხარის ნაწილია. იგი მდინარე ჭოროხის ქვემო აუზს მოიცავს და გადაჭიმულია არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე. ისტორიულად კლარჯეთს ეკუთვნის ასევე მდინარე იმერხევისა და არტანუჯისწყლის ხეობები[2].
კლარჯეთი კლდოვანი ხევებით დასერილი მთიანი მხარეა. ამ მხარის რთული რელიეფი და ტყის მასივები ერთი მხრივ ხელს უშლიდა სამეურნეო ცხოვრების განვითარებას რეგიონში, მეორე მხრივ კი ბუნებრივ ბარიერს ქმნიდა მტრისათვის და იცავდა ადგილობრივ მოსახლეობას. ლეონტი მროველი აღნიშნავს[3]:
ვერავინ შევიდოდა მავნე კლარჯეთს. რამეთუ შეუვალი და მაგარი იყო ტყითა და კლდითა, და მკჳდრნი კლარჯეთისანი იყვნეს კაცნი მკჳრცხნი და მჴედარნიცა
აღსანიშნავია, რომ ქართულ წყაროებში ერთგვარ მეტაფორად გამოიყენება „კლარჯეთის კლდენი“, რაც თავისთავად გულისხმობს დამპყრობთაგან ძნელად მისადგომლობას[2].
დღეს ისტორიული კლარჯეთის მხარე მთლიანად თურქეთის რესპუბლიკის საზღვრებშია მოქცეული. დღეს იგი, როგორც ცალკე პროვინცია ან რაიონი, არ არსებობს. თურქეთის თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით კლარჯეთი მოქცეულიაშავი ზღვის რეგიონში, კერძოდ ართვინის პროვინციაში. აერთიანებს ამ პროვინციაში შემავალ არტანუჯისართვინის, მურგულისა და ბორჩკის რაიონებს, ასევე ზღვისპირა ხოფას რაიონს.
პროვინციის სახელი ხალხში ბოლო დრომდე შემორჩა არტანუჯიდან დაახლოებით 10 კმ-ით სამხრეთით მდებარე სოფელ კლარჯეთს, რომელიც დღესაც არსებობს თურქული სახელწოდებით — ბერექეთ ქოი (თურქ. Bereket köy)[4]. ამ სოფლის თანამედროვე სახელწოდების მიხედვით თურქი მკვლევარი მინე ქადიროღლუ კლარჯეთის პროვინციასაც ბერექეთს უწოდებს, ხოლო ტაო-კლარჯეთის სინონიმად იგი ხმარობს ხელოვნურ ტერმინს „ოლთუ-ბერექეთი“ 

No comments:

Post a Comment